სირიის პრეზიდენტი ღაზასთან დაკავშირებით ტრამპის გეგმაზე: ერიოზული დანაშაულია, ის ვერ განხორციელდება
სირიის პრეზიდენტის აჰმედ ალ-შარას განცხადებით, დონალდ ტრამპის გეგმა ღაზას სექტორიდან პალესტინელების გადასახლებასთან დაკავშირებით, სერიოზული დანაშაულია და ეს გეგმა ვერ განხორციელდება.
„მჯერა, ვერანაირი ძალა ვერ შეძლებს ხალხის განდევნას მათი მიწიდან. ბევრმა ქვეყანამ სცადა ამის გაკეთება და ყველა მათგანი ჩაიშალა, განსაკუთრებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში ღაზაში ომის დროს. ეს არ იქნება არც ბრძნული, არც მორალურად ან პოლიტიკურად მართალი. ამ კონფლიქტის 80 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მათი გადასახლების ყველა მცდელობა ჩაიშალა. ისინი, ვინც წავიდნენ, ნანობდნენ თავიანთ გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა აჰმედ ალ-შარამ.