11 თებერვალი „112“-ის დღეა
„112“-ის დღედ 11 თებერვალი 2009 წელს ევროკომისიის, ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს ერთობლივი გადაწყვეტილებით გამოცხადდა. „112“-ის დღეს მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ, – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დირექტორმა, გიორგი არსოშვილმა, თანამშრომლებს „112“-ის დღე მიულოცა და რამდენიმე მათგანი, სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის დააჯილდოვა.
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ,,112”-ის ოპერატორებმა 4 მილიონამდე ზარს უპასუხეს.