top_leaderboard

ლევან მაჭავარიანი: სასწორის ერთ მხარეს თუ გვიდევს, რომ შენ რაღაც კარგს მიკეთებ, მაგრამ ამავე დროს, ძირი უნდა გამოუთხარო ჩემს სახელმწიფოებრიობას – მაშინ დაანებე თავი ჩემს ქვეყანას

ვისი ფულიც ემსახურება საქართველოში მშვიდობისთვის ძირის გამოთხრას, მაშინ სასწორის ერთ მხარეს თუ გვიდევს, რომ შენ რაღაც კარგს მიკეთებ, მაგრამ ამავე დროს, ძირი უნდა გამოუთხარო ჩემს სახელმწიფოებრიობას, მოდი თავიდანვე მითხარი და პირდაპირ გეტყვი, რომ არც ის შენი სიკეთე მინდა და არაფერი არ მინდა, დაანებე თავი ჩემს ქვეყანას“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

დეპუტატი, მადლობას უხდის ყველას, ვისაც კარგი საქმე აქვს საქართველოსთვის გაკეთებული.

თუ ვინმეს აქვს გაკეთებული სასარგებლო საქმე საქართველოსთვის, რა თქმა უნდა, მადლიერება, ეს არის ადამიანის მაღალი მორალური დონის განვითარების შედეგი, ჩვენ ეს, რა თქმა უნდა, გაგვაჩნია და ყველასთან მადლიერები ვართ და კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ნებისმიერს, უცხოელი იქნება ეს თუ ქართველი იქნება თუ მეცენატი იქნება თუ რაღაც ფონდი იქნება თუ NGO იქნება, ვისაც კარგი საქმე აქვს საქართველოსთვის გაკეთებული, მაგრამ ვისი ფულიც ემსახურება, და შეიძლება ეს იმავე ორგანიზაციის ფული იყოს – დადასტურებულად გვაქვს, ემსახურება საქართველოში მშვიდობისთვის ძირის გამოთხრას, მაშინ სასწორის ერთ მხარეს თუ გვიდევს, რომ შენ რაღაც კარგს მიკეთებ, მაგრამ ამავე დროს, ძირი უნდა გამოუთხარო ჩემს სახელმწიფოებრიობას, მოდი თავიდანვე მითხარი და პირდაპირ გეტყვი, რომ არც ის შენი სიკეთე მინდა და არაფერი არ მინდა, დაანებე თავი ჩემს ქვეყანას“, – აღნიშნავს ლევან მაჭავარიანი. 

ასევე იხილეთ