ISIS-ის წევრ ქალს, რომელსაც ათამდე იეზიდი ქალი და ბავშვი მონობაში ჰყავდა, პატიმრობა შეუფარდეს
52 წლის ქალს, რომელიც ომის დროს სირიაში გაემგზავრა და ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდა, შვედეთის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. უფრო კონკრეტულად კი SVT-ი იუწყება, რომ ქალს ათამდე იეზიდი ქალი და ბავშვი მონობაში ჰყავდა და მათზე ძალადობდა.
გამოძიების ინფორმაციით, ლინა იშაკი, რომელიც შვედეთის ქალაქ გალმსტადში ცხოვრობდა, ISIS-ის იდეოლოგიით დაინტერესდა და 2013 წელს ოჯახთან ერთად სირიაში გაემგზავრა ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად.
იქ მათ საკუთრებაში აღმოჩნდა სამი ზრდასრული იეზიდი ქალი ეთნიკურ-რელიგიური უმცირესობიდან და ექვსი არასრულწლოვანი.
ქალი იეზიდებს აიძულებდა მუსლიმური რიტუალების შესრულებას, მძიმე პირობებში ამუშავებდა, დასცინოდა და ამცირებდა მათ, აჩვენებდა ISIS-ის პროპაგანდისტულ მასალებს, მათ შორის ISIS-ის მიერ სხვა იეზიდების სიკვდილით დასჯას.
ქალი დამნაშავედ იქნა ცნობილი ომის დანაშაულებში, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში და გენოციდის თანამონაწილეობაში.
52 წლის ქალს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ამასთან, დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.