top_leaderboard

ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ს დიდ ბრიტანეთთან „უზარმაზარი“ სავაჭრო დეფიციტი აქვს, რის გამოც, ის ტარიფებს ვერ აცდება

JPG edited with https://ezgif.com/resize

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს დიდ ბრიტანეთთან „უზარმაზარი“ სავაჭრო დეფიციტი აქვს და ტარიფებთან დაკავშირებით ის გამონაკლისს არ უნდა წარმოადგენდეს. ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში განაცხადა, როდესაც ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე 25%-იანი ტარიფების დაწესების შესახებ, წერს Politico.

„არანაირი გამონაკლისი არ იქნება. გულწრფელად რომ ვთქვათ, ტარიფები შეიძლება უფრო მაღალი იყოს“, – ხაზგასმით აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

კითხვაზე, იქნება თუ არა დიდი ბრიტანეთი გამონაკლისი, ტრამპმა თქვა, რომ აშშ-ს აქვს „უზარმაზარი დეფიციტი გაერთიანებულ სამეფოსთან, დიდი განსხვავება“.

როგორც გამოცემამ აღნიშნა, ტრამპის მუქარამ უკვე გამოიწვია შეშფოთება დიდი ბრიტანეთის ფოლადის მრეწველობაში, რომელიც ამჟამად აშშ-ში წელიწადში 400 მილიონ ფუნტზე მეტი ღირებულების 200 000 ტონა ფოლადის ექსპორტს ახორციელებს.

11 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებაში დიდი ბრიტანეთის ფოლადის ინდუსტრიის სავაჭრო ასოციაციის, UK Steel-ის დირექტორმა გარეტ სტეისმა განაცხადა, რომ ტრამპმა „თავისუფალ ვაჭრობას დაარტყა, რაც დიდ გავლენას მოახდენს ფოლადის სექტორზე დიდ ბრიტანეთსა და მთელ მსოფლიოში“.

„ეს არა მხოლოდ შეაფერხებს გაერთიანებული სამეფოს ექსპორტს აშშ-ში, არამედ ასევე ექნება უზარმაზარი დამახინჯებული ეფექტი საერთაშორისო სავაჭრო ნაკადებზე, რაც დამატებით კიდევ უფრო გაზრდის იმპორტის ზეწოლას ჩვენს საკუთარ ბაზარზე“, – აღნიშნა მან.

ასევე იხილეთ