შვიდი კვირის წინ გათავისუფლებული ალესანდრო ნესტა „მონცამ“ კვლავ მთავარ მწვრთნელად დანიშნა
ალესანდრო ნესტა კვლავ იტალიის სერია A-ს ბინადარი გუნდის, „მონცას“ მთავარი მწვრთნელია, – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
იტალიელი სპეციალისტი კლუბის ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან შვიდი კვირის წინ გაათავისუფლეს, მის ნაცვლად კი გუნდი სალვატორე ბოკეტის ჩააბარეს.
ახალმა მწვრთნელმა სიტუაცია ვერ შეცვალა, „მონცა“ იტალიის სერია A-ში ამჟამად 13 ქულით ბოლო ადგილზეა და დასარჩენ ზონამდე 8 ქულა აშორებს.
ალესანდრო ნესტამ იტალიური გუნდი პირველად 2024 წლის ივლისში ჩაიბარა. სერია A-ში მისი ხელმძღვანელობით „მონცამ“ 17-დან მხოლოდ ერთი თამაში მოიგო.