თეთრი სახლის შტაბის უფროსი USAID-ზე: ეს „დიფ სთეითის“, ანუ ჭაობის სათამაშო მოედანია
თეთრი სახლის შტაბის უფროსი, სტივენ მილერი აცხადებს, რომ USAID „დიფ სთეითის“ სათამაშო მოედანია.
„USAID გამოაშკარავდა როგორც რადიკალ მემარცხენეთა დაფინანსების მექანიზმი როგორც შტატებში, ასევე საზღვარგარეთ. USAID-ი მთელ მსოფლიოში, სხვადასხვა ქვეყანაში აფინანსებს კომუნისტურ სისულელეებს, რეჟიმის ცვლილებისა და სხვა ქვეყნის მთავრობების დესტაბილიზაციის გიჟურს სცენარებს. ეს „დიფ სთეითის“, ანუ ჭაობის სათამაშო მოედანია“, – აღნიშნავს სტივენ მილერი.