top_leaderboard

USAID-ის გენერალური ინსპექტორი თანამდებობიდან გადააყენეს

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) გენერალური ინსპექტორი პოლ მარტინი თანამდებობიდან გადააყენეს. ამის შესახებ CNN იუწყება.

მარტინმა ელექტრონული ფოსტით შეტყობინება მიიღო, რომ ის თანამდებობიდან გადაყენებულია და ეს გადაწყვეტილება მყისიერად შედის ძალაში.

პოლ მარტინი USAID-ის გენერალური ინსპექტორის თანამდებობას 2023 წლის დეკემბრიდან იკავებდა. თანამდებობიდან მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება მას შემდეგ იყო მიღებული, რაც გენერალური ინსპექტორის ოფისმა გამოაქვეყნა დასკვნა, რომლის მიხედვით USAID-თან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ სააგენტო ვეღარ ახორციელებს სათანადო ზედამხედველობას დახმარების დაუხარჯავ თანხაზე, რომელიც 8,2 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს.

ასევე იხილეთ