top_leaderboard

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთში დაკავებული ამერიკელი მასწავლებლის გათავისუფლება საშუალებას მისცემს ორ ქვეყანას, უკრაინაში ომის დასრულებისთვის იმუშაონ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთში დაკავებული ამერიკელი მასწავლებლის გათავისუფლება საშუალებას მისცემს ორ ქვეყანას, უკრაინაში ომის დასრულებისთვის იმუშაონ. ინფორმაციას ამის შესახებ „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

ვფიქრობ, ეს შეიძლება იყოს ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი და თქვენ შეგიძლიათ იყოთ ამის დიდი ნაწილი. ეს შეიძლება იყოს დიდი, მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინასთან ომის დასრულების“, – განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გათავისუფლების პირობები იყო ძალიან სამართლიანი, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა დათმობებზე წავიდა აშშ.

კითხვაზე, ესაუბრა თუ არა ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, ტრამპმა უპასუხა: „არ მინდა ამის თქმა, მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ ძალიან ვაფასებ იმას, რაც მათ გააკეთეს მარკის სახლში გამოშვებით“.

ამასთან, ტრამპმა ისაუბრა კიდევ ერთ გათავისუფლებაზე. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ვიღაც ძალიან განსაკუთრებული“ დაბრუნდება სახლში 12 თებერვალს, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ვინ და საიდან.

ცნობისთვის, თეთრ სახლში 11 თებერვალს განაცხადეს, რომ რუსეთში დაკავებული ამერიკელი მასწავლებელი, მარკ ფოგელი გათავისუფლებულია და ტრამპის წარმომადგენელ სტივ ვიტკოფთან ერთად რუსეთის ტერიტორია დატოვა. მარკ ფოგელი 2021 წლის აგვისტოში მოსკოვის აეროპორტში დააკავეს. ფოგელს თან ჰქონდა დაახლოებით 17 გრამი კანაფი, რომელიც, მისი ოჯახისა და ადვოკატის თქმით, ექიმის მიერ იყო გამოწერილი „ხერხემლის ძლიერი ტკივილის“ სამკურნალოდ.

ასევე იხილეთ