კევინ დურანტი NBA-ის ისტორიაში მერვე კალათბურთელია, რომელმაც რეგულარულ სეზონში 30 000-ქულიან ნიშნულს გადააბიჯა
„ფინიქს სანსის“ კალათბურთელი კევინ დურანტი NBA-ის ისტორიაში მერვე მოთამაშეა, რომელმაც 30 000-ქულიან ნიშნულს გადააბიჯა.
36 წლის კალათბურთელმა „მემფის გრიზლისთან“ რეგულარული სეზონის უკანასკნელ შეხვედრაში 34 ქულა დააგროვა. მისი გუნდი საკუთარ მოედანზე 112:119 დამარცხდა.
დურანტის დებიუტი NBA-ში 2007/08 წლის სეზონში შედგა, ის დრაფტზე „სიეტლ სუპერსონიქსმა“ აირჩია. 2014 წელს დურანტი „ოკლაჰომას“ შემადგენლობაში რეგულარული სეზონის „უძვირფასესი მოთამაშე“ (MVP) გახდა, ხოლო 2017 და 2018 წლებში „გოლდენ სტეიტთან“ ერთად ჩემპიონობა იზეიმა.