top_leaderboard

გერმანიის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მეთაური: ბუნდესვერის სამხედრო გემების წინააღმდეგ დივერსიის შემთხვევები ფიქსირდება

გერმანიაში სამხედრო გემების წინააღმდეგ დივერსიის, საზღვაო ბაზებში შეღწევისა და მოქმედ სამხედრო მოსამსახურეებთან მიახლოების მცდელობები ფიქსირდება, – ამის შესახებ ქვეყნის საზღვაო ძალების მეთაურმა იან კრისტიან კააკმა განაცხადა.

გერმანიის საზღვაო ძალების მეთაურის თქმით, დივერსანტებმა გერმანიაში არაერთხელ მიაყენეს სამხედრო გემების განზრახ დაზიანება.

დივერსიის შედეგად ერთზე მეტი სამხედრო ხომალდი დაზიანდა“, – აღნიშნა მან.

ამასთან, კააკის მტკიცებით, ბუნდესვერი ინფორმირებულია ხმელეთიდან და ზღვიდან სამხედრო-საზღვაო ბაზებში შეჭრის შემთხვევების, ასევე, სახლში დაბრუნებული ჯარისკაცების მიახლოების მცდელობების შესახებ.

ჩვენი შეფასებით,ისინი გვცდიან. ისინი ცდილობენ ჩვენი საზოგადოების დესტაბილიზაციას, როგორც ეროვნულ დონეზე, ასევე, ალიანსის ფარგლებში და, შესაძლოა, ისინი ქმნიან ნიადაგს შემდგომი აქტიური სამხედრო მოქმედებისთვის“, – დასძინა მეთაურმა.

გერმანიის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მეთაურმა რუსეთის მხრიდან მზარდ საფრთხეზეც ისაუბრა.

„რუსეთის მხრიდან მზარდი საფრთხე უფრო აქტუალურია 2025 წლის დასაწყისში, ვიდრე ორი წლის წინ იყო. ექსპერტები და სადაზვერვო უწყებები თანხმდებიან, რომ რუსეთს ექნება შესაძლებლობა 2029 წლიდან ნატოსთან კონფლიქტს შეეცადოს“, – აღნიშნა გერმანიის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მეთაურმა.

ასევე იხილეთ