top_leaderboard

მაკრონი აკრიტიკებს ტრამპის იდეებს ღაზასთან დაკავშირებით

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იდეა, აიღოს კონტროლი ღაზას სექტორზე და ადგილობრივ მოსახლეობა გადაასახლოს, – ამის შესახებ მან CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

ღაზას სექტორზე ტრამპის იდეების კომენტირებისას მაკრონმა გააკრიტიკა ისინი და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პალესტინელებს საკუთარ სამშობლოში დარჩენა სურთ და პატივი უნდა სცენ ამ სურვილს.

ახლა სწორი პასუხია არა უძრავი ქონების ოპერაცია, არამედ პოლიტიკური ოპერაცია. ღაზა არ არის ცარიელი ტერიტორია, ეს არის მიწა, სადაც ორი მილიონი ადამიანი ცხოვრობს და სურს ცხოვრება. ამ ორ მილიონს არ შეგვიძლია ვუთხრათ: „იცით, თქვენ უნდა წახვიდეთ“, – აღნიშნა მაკრონმა.

ამასთან, მაკრონი ამბობს, რომ პატივი უნდა სცენ ეგვიპტესა და იორდანიას, რომელსაც დონალდ ტრამპი ღაზადან გადასახლებული პალესტინელების მიღებას სთავაზობს.

ახლა სწორი პასუხი არის მშვიდობიანი მოსახლეობის გადარჩენა… ახლა არის ცეცხლის შეწყვეტა, ის უნდა შენარჩუნდეს. ჰუმანიტარული აქტივობები უნდა განახლდეს და რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადარჩეს“, – დასძინა მაკრონმა.

ასევე იხილეთ