top_leaderboard

დონალდ ტრამპი რუსეთის მიერ პატიმრობიდან გათავისუფლებულ ამერიკელ მასწავლებელს შეხვდა

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რუსეთის მიერ პატიმრობიდან გათავისუფლებულ ამერიკელ მასწავლებელს მარკ ფოგელს შეხვდა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

ტრამპისა და ფოგელის შეხვედრა თეთრ სახლში გაიმართა. 61 წლის მასწავლებლის გათავისუფლება შესაძლებელი მას შემდეგ გახდა, რაც მოსკოვში საგანგებო მისიით თეთრი სახლის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი ჩავიდა.

თავს ყველაზე ბედნიერ ადამიანად ვგრძნობ. მინდა იცოდეთ, რომ არ ვარ გმირი. პრეზიდენტი ტრამპია გმირი. დიპლომატიური სამსახურის თანამშრომლები არიან გმირები, სენატორები და კონგრესმენები არიან გმირები, რომლებმაც ჩემი დაბრუნებისთვის კანონი მიიღეს, გმირები არიან“, – თქვა ფოგელმა ტრამპთან შეხვედრის დროს.

მარკ ფოგელი მოსკოვის აეროპორტში 2021 წელს დააკავეს. ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით 14 წელი ჰქონდა მისჯილი.

ასევე იხილეთ