მაკრონი ტრამპის განცხადებაზე: ღაზა არ არის ცარიელი ტერიტორია, არ შეგვიძლია პალესტინელებს ვუთხრათ – „იცით, თქვენ უნდა წახვიდეთ“
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ღაზას სექტორთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ღაზა არ არის მხოლოდ ცარიელი ტერიტორია. ამის შესახებ მან CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
მაკრონის განცხადებით, რეგიონში დასახლების პროცესი უნდა იყოს „არა უძრავი ქონების შესყიდვის ოპერაცია, არამედ პოლიტიკური ოპერაცია“ და უნდა გაითვალისწინოს {ტრამპმა} პალესტინელების სურვილი, ჰქონდეთ საკუთარი სახელმწიფო.
„ღაზა არ არის ცარიელი ტერიტორია, ეს არის მიწა, სადაც ორი მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ამ ორ მილიონ ადამიანს არ შეგვიძლია ვუთხრათ: „იცით, თქვენ უნდა წახვიდეთ“, – აცხადებს მაკრონი.
6 თებერვალს ტრამპმა დაადასტურა თავისი გეგმა ღაზას სექტორზე ამერიკელი სამხედროების ჩართვის გარეშე კონტროლის მოპოვების შესახებ.
„ღაზას სექტორი უნდა განვიხილოთ როგორც უძრავი ქონების დიდი ობიექტი, რომელსაც აშშ შეიძენს, მასში ინვესტიციებს განახორციელებს და განავითარებს“, – განაცხადა ტრამპმა.