top_leaderboard

ვიტინიამ ჩემპიონთა ლიგაზე პორტუგალიელთა მე-500 გოლი გაიტანა

ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის პირველ მატჩში „პარი სენ-ჟერმენმა“ სტუმრად 3:0 დაამარცხა „ბრესტი“. პარიზელთა რიგებში ერთ-ერთი გოლი ვიტინიამ გაიტანა და ის საიუბილეო აღმოჩნდა პორტუგალიელი ფეხბურთელებისთვის ტურნირზე.

კერძოდ, ვიტინიას გოლის შემდეგ, პორტუგალიელ ფეხბურთელებს ჩემპიონთა ლიგაზე 500 გოლი დაუგროვდათ. პირველი გოლი 1992 წლის 25 ნოემბერს ჟაიმე მაგალიაეშმა გაიტანა. საინტერესოა, რომ პორტუგალიელთა 500 გოლიდან 28 პროცენტი კრიშტიანო რონალდოზე მოდის.

ქვეყნები, რომელთა ფეხბურთელებმაც ყველაზე მეტი გოლი გაიტანეს ჩემპიონთა ლიგაზე:

ბრაზილია – 1086

საფრანგეთი – 905

ესპანეთი – 834

გერმანია – 668

არგენტინა – 640

ინგლისი – 536

ნიდერლანდები – 531

პორტუგალია – 500

იტალია – 481

ასევე იხილეთ