ლევან მახაშვილი: USAID-ი, ფაქტობრივად, არაფორმალური გავლენების ინსტრუმენტად და უკანონო საქმიანობების დასაფარ ლეღვის ფოთლად გადაიქცა
„USAID-ი, ფაქტობრივად, არაფორმალური გავლენების ინსტრუმენტად და ლეღვის ფოთლად გადაიქცა იმ უკანონო საქმიანობების დასაფარად, რასაც ისინი საქართველოში თუ საქართველოს ფარგლებს მიღმა აწარმოებდნენ“, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
„ამას ამბობს არა ლევან მახაშვილი, არამედ აშშ-ის პრეზიდენტი, სახელმწიფო მდივანი და აშშ-ის სხვა მაღალი თანამდებობის პირები. ძალიან სამწუხაროა, იმიტომ, რომ გასული წლების განმავლობაში, ჩვენ USAID-თან თანამშრომლობის არაერთი კარგი გამოცდილება გვაქვს, მაგრამ სამწუხაროა, რომ ეს გამოჩნდა, რაზეც ჩვენ ინტუიციურად, თუ ეჭვების დონეზე რაღაც ინფორმაციები გვქონდა, მაგრამ რაც ვნახეთ, ყოველგვარ მოლოდინებს სცილდება.
ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს პოზიტიურ გავლენას მოახდენს საქართველოზე, იმიტომ, რომ სამომავლოდ საქართველოში ფული უკანონო პოლიტიკურ საქმიანობაში აღარ დაიხარჯება“, – აცხადებს ლევან მახაშვილი.