top_leaderboard

ანჯეი დუდა მოელის, რომ ტრამპი რეალურ ნაბიჯებს გადადგამს უკრაინაში ომის დასასრულებლად

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა მოელის, რომ მისი ამერიკელი კოლეგა დონალდ ტრამპი უახლოეს მომავალში რეალურ ნაბიჯებს გადადგამს რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად.

ველოდები, რომ პრეზიდენტი ტრამპი, რომელიც საუბრობს უკრაინაში ომის დასრულების შესახებ, შესთავაზებს და განახორციელებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც არა მხოლოდ პოლიტიკური და ეკონომიკური გამარჯვება იქნება, არამედ ვლადიმერ პუტინს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას აიძულებს“, – ხაზგასმით აღნიშნა დუდამ.

პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ტრამპი უპირველეს ყოვლისა ბიზნესმენია და ამას ის ყოველთვის იმეორებს ყველა დისკუსიაში.

მან გაიხსენა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას დიდი ხანია უჭერს მხარს.

„ეს იყო დონალდ ტრამპი, ვინც პირველად დაეხმარა უკრაინას. ვგულისხმობ პენტაგონის 2020 წლის ბიუჯეტს – ეს იყო მისი პირველი პრეზიდენტობის დროს. ის უკვე უწევდა უკრაინას სამხედრო მხარდაჭერას იმ დროს, როდესაც არავინ ფიქრობდა სერიოზულად ომზე და იმ ფაქტზე, რომ უკრაინას სჭირდებოდა თავის დაცვა“, – აღნიშნა დუდამ.

დუდა უკრაინაში ომის დასრულების საკითხსაც შეეხო.

„უკრაინამ უნდა დაიბრუნოს ყველა ის მიწები, რომლებიც ამჟამად ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რომლებიც საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის ტერიტორიაა. ეს იქნება იდეალური გამოსავალი“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ომი უნდა შეწყდეს და რუსეთმა არ უნდა გაიმარჯვოს.

ასევე იხილეთ