ირაკლი კირცხალია: ოპოზიციის დამოკიდებულება გამოძიებისადმი არახალია იმიტომ, რომ ესენი იყვნენ ალბათ ბევრნი ის მონაწილეები, რომლებიც იმ რაღაც გაურკვეველი თანხებით ფინანსდებოდნენ და შემდეგ აორგანიზებდნენ დესტრუქციას
რაც შეეხება ოპოზიციის დამოკიდებულებას გამოძიებისადმი, ეს არახალია და რა თქმა უნდა იმიტომ, რომ ესენი იყვნენ ალბათ ბევრნი ის მონაწილეები, რომლებიც იმ რაღაც გაურკვეველი თანხებით ფინანსდებოდნენ და რაღაც გაურკვეველი თანხებით შემდეგ აორგანიზებდნენ დესტრუქციას და იმ საშინელებას რაც ვნახეთ რუსთაველზე სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ.
„ასევე შეგახსენებ აი მასალებს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამა თუ იმ პარტიული თუ არასამთავრობო ორგანიზაციებიდან ამოიღო. იმ დიდ რეიდსაც შეგახსენებთ რის შემდეგაც ეს ძალადობრივი აქცია უცებ ერთ დღეს გადაექცა უკვე არაძალადობრივად“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.