Associated Press-ის ჟურნალისტს თეთრ სახლში ერთ-ერთ ღონისძიებაზე დასწრება აუკრძალეს, რადგან სააგენტომ მექსიკის ყურის ნაცვლად ამერიკის ყურის სახელწოდების გამოყენებაზე უარი თქვა
სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, მისი ჟურნალისტი თეთრ სახლში ერთ-ერთ ღონისძიებაზე არა დაუშვეს, რადგან სააგენტომ მექსიკის ყურის ნაცვლად ამერიკის ყურის სახელწოდების გამოყენებაზე უარი თქვა.
საუბარია ოვალურ ოფისში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ აღმასრულებელი ბრძანებების ხელმოწერის ღონისძიებაზე, რომელში მონაწილეობას კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილონ მასკიც იღებდა.
ცნობისთვის, 10 თებერვალს ტრამპმა განკარგულებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც მექსიკის ყურეს სახელი ოფიციალურად გადაერქვა და მას ამერიკის ყურე ეწოდა.