მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს საკითხზე დაგეგმილ რეზოლუციაზე: ეს არის ევროპარლამენტის მხრიდან ოპოზიციისთვის კიდევ ერთხელ გადაგდებული მაშველი
ეს ევროპარლამენტის მხრიდან არის ოპოზიციისთვის კიდევ ერთხელ გადაგდებული მაშველი, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, რითაც გამოეხმაურა ევროპარლამენტში 13 თებერვალს საქართველოს საკითხზე დაგეგმილი რეზოლუციის კენჭისყრას.
„ეს რეზოლუცია კიდევ ერთი დოკუმენტი იქნება ევროპარლამენტის მიერ მიღებული, რომელიც გამოიყენება ერთგვარად პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნის ინსტრუმენტად ოპოზიციისთვის, მეტი დანიშნულება ამ რეზოლუციას არ აქვს. ეს არის ევროპარლამენტის მხრიდან კიდევ ერთხელ გადაგდებული ასე ვთქვათ მაშველი ოპოზიციისთვის იმისათვის, რომ რაღაცაზე დაფუძნებით შექმნან დღის წესრიგი ქართულ მედია საშუალებებში“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგში ამჯერად, კოლექტიური „ნაცმოძრაობიდან“ ნიკა გვარამია და ზურაბ ჯაფარიძე მუშაობენ. ხვალ გაიმართება რეზოლუციის კენჭისყრა, რადიკალების და მათი პატრონების მიზანი და მოთხოვნა უკავშირდება ახალ არჩევნებს, სანქციებს, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას. რეზოლუციით კი ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასაც.