ვინისიუსმა უპასუხა ჭორებს საუდის არაბეთში გადასვლაზე
ბოლო დროს აქტიურად ვრცელდება ჭორები „რეალიდან“ ვინისიუსის წასვლის შესახებ – „პარი სენ-ჟერმენში“ ან საუდის არაბეთის ჩემპიონატში. ბრაზილიელმა ფორვარდმა კომენტარი გაუკეთა ამ ინფორმაციებს. ვინისიუსმა დაადასტურა, რომ „რეალთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს ახალ კონტრაქტზე და არსად წასვლას არ აპირებს.
„ჩვენ განვიხილავთ ახალ კონტრაქტს. ჩემი სურვილია – დავრჩე აქ დიდი ხნით და შევიდე „რეალის“ ისტორიაში. იმედია, უახლოეს დღეებში ყველა საკითხს მოვაგვარებთ“, – განაცხადა ფეხბურთელმა.
მიმდინარე სეზონში ვინისიუსმა ყველა ტურნირზე 30 მატჩში 16 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.