ირაკლი კირცხალია ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მუქარის შემცველ განცხადებაზე: ამ სანქციების ენით საუბარი ბატონი ცაჰკნას გადასაწყვეტი ნამდვილად არ არის
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი კირცხალია ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მუქარის შემცველ განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ სანქციების ენით საუბარი მარგუს ცაჰკნას გადასაწყვეტი არ არის.
„ბალტიისპირა ქვეყნების სავაჭრო ბრუნვა 2022 წლის შემდეგ, იმ დამანგრეველი ომის შემდეგ რეგიონში გაიზარდა საშუალოდ 20%-ით, სადღაც 25%-ით გაიზარდა ღვინის ექსპორტი ამ ბალტიისპირა ქვეყნებიდან რუსეთში და შემთხვევით რაიმე მერკანტილური ინტერესებიც ხომ არ ამოძრავებთ განსაკუთრებით ბალტიისპირა ქვეყნებს, როდესაც საქართველოს მიმართებაში აკეთებენ განცხადებებს. უვიზო მიმოსვლა და ასე შემდეგ და ამ სანქციების ენით საუბარი ბატონი ცაჰკნას გადასაწყვეტი ნამდვილად არ არის“, – განაცხადა კირცხალიამ.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს სანქციების გამკაცრებითა და უვიზო მიმოსვლის გაუქმებით ემუქრება. მიზეზი მითითებების შეუსრულებლობაა.