top_leaderboard

ევროკომისია ევროკავშირში გაზის ფასის მაქსიმალური ზღვრის დაწესებას განიხილავს

ევროკომისია ევროკავშირში გაზის ფასის მაქსიმალური ზღვრის დაწესებას განიხილავს. ინფორმაციას The Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის მტკიცებით, ამით ევროკომისიას სურს მომხმარებლები საწვავის გაძვირებისგან დაიცვას, ვინაიდან ბუნებრივი აირის ფასმა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ბოლო ერთ კვირაში რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.

The Financial Times-ი წერს, რომ ევროპაში გაზი ამერიკასთან შედარებით ოთხჯერ ძვირია, რაც საწარმოების ეკონომიკურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება.

ასევე იხილეთ