ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერმა ვიქტორ ორბანს მიმართა
ჩვენ უკრაინაში მშვიდობა გვსურს. ისევე, როგორც თქვენ ევროპაში, ჩვენ გერმანიაში ერთადერთი ძალა ვართ, რომელიც ყოველთვის აწარმოებდა კამპანიას უკრაინაში მშვიდობისთვის, – ასე მიმართა პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერმა, ალის ვაიდელმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს ბუდაპეშტში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
„თქვენ ხედავთ, რომ გერმანიის მმართველი პარტიები, ასევე ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი და ქრისტიან-სოციალური კავშირი განაგრძობენ ესკალაციის სპირალს, რაც, ჩემი პირადი აზრით, ძალიან საშიშია. სწორედ ამიტომ, დიდი იმედი მყარდება ახალ პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე, ვინც ერთადერთია, რომელმაც მშვიდობაზე დაიწყო საუბარი. შესაბამისად, არის დიდი იმედი, რომ ევროპას წაუძღვებიან თავისუფლებისკენ, უმთავრესად მშვიდობისკენ მეზობელ ქვეყნებთან, პირველ ყოვლისა, უკრაინასთან და ასევე რუსეთთან“ , – განაცხადა ალის ვაიდელმა ორბანთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
გავრცელებული ცნობით, მოლაპარაკებების დროს მათ განიხილეს ევროკავშირის პოლიტიკა, მიგრაცია და უკრაინის საკითხი.
ამასთან, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერთან შეხვედრა სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტში შეაფასა.
„დღეს მე გერმანიის მომავალს შევხვდი“, – აღნიშნა ორბანმა.
ვიქტორ ორბანისა და ალის ვაიდელის შეხვედრა გერმანიაში დაგეგმილ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე იმართება.