ტრამპმა უკრაინას რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში თანაბარუფლებიანი მონაწილე არ უწოდა
თეთრი სახლის ლიდერმა, დონალდ ტრამპმა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში უკრაინას თანაბარუფლებიანი მონაწილე არ უწოდა. აღნიშნულის შესახებ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში პრესკონფერენციაზე განაცხადა. წერს უკრაინული მედია.
კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა უკრაინას სამშვიდობო პროცესის თანაბარუფლებიან მონაწილედ, ტრამპი აცხადებს, რომ ეს საინტერესო კითხვაა.
„მე ვფიქრობ მათ უნდა დაამყარონ მშვიდობა. მათ ხალხს კლავენ და მათ უნდა დაამყარონ მშვიდობა. ვთქვი, რომ ეს იყო გამანადგურებელი ომი, რომელიც არ უნდა დაწყებულიყო“, – განაცხადა ტრამპმა.
ინფორმაციისთვის, მანამდე კი, ტრამპმა განაცხადა – „ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინა 2014-წლამდელ საზღვრებს დაუბრუნდეს“.