top_leaderboard

„ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ ყველა ოკუპირებული ტერიტორიის დაბრუნების იმედი არ ჰქონდეს“

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრა, რომ რუსეთის მიერ დაპყრობილი ყველა ტერიტორიის დაბრუნების იმედი არ ჰქონდეს. ამის შესახებ Politico წერს.

ტრამპმა დაუყოვნებლივი მოლაპარაკებების შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან და უკრაინის ლიდერს, ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, უარი თქვას რუსეთის მიერ დაპყრობილი ყველა ტერიტორიის დაბრუნების იმედზე“, – ნათქვამია სტატიაში.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, პენტაგონის ხელმძღვანელი პიტ ჰეგსეთი პირველი იყო, ვინც ამერიკის პოზიცია გაახმოვანა.

Politico-ს ცნობით, ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინას შანსი არ აქვს, 2014 წლის საზღვრებს დაუბრუნდეს.

„ამ მოჩვენებითი მიზნის მიღწევა მხოლოდ გაახანგრძლივებს ომს და კიდევ უფრო მეტ ტანჯვას გამოიწვევს“, – აღნიშნა მან.

მალევე, ტრამპმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ხანგრძლივი და ძალიან პროდუქტიული სატელეფონო საუბარი ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან“.

როგორც Politico აღნიშნავს, ევროპელმა დიპლომატებმა, როგორც ჩანს, არ იცოდნენ, რა რეაქცია ჰქონოდათ ამ სიტუაციაზე.

ასევე იხილეთ