top_leaderboard

ევროპა შეშფოთებულია ტრამპის სამშვიდობო მოლაპარაკებებით რუსეთთან უკრაინის საკითხის გამო

ევროპელი ოფიციალური პირები შიშობენ, რომ მათ მოუწევთ ხარჯის გაწევა ომის შემდგომი უსაფრთხოების დამყარებასა და აღდგენაში, რადგან აშშ-ისა და რუსეთის მოლაპარაკებებიდან უკრაინის შესახებ ისინი მოჰკვეთეს. სტატიას ამ შინაარსით The Financial Times-ი ავრცელებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან საუბრის შემდეგ მათი დელეგაციები „დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს“ ომის დასრულების შესახებ, რაც ევროპის დედაქალაქები, რომლებმაც ვერ დაასაბუთეს პროცესში მათი ჩართულობის აუცილებლობა, შოკში ჩააგდო.

ათეულობით ევროპელი ჩინოვნიკი, რომელსაც გამოცემა ესაუბრა, ელის, რომ აშშ-ის პრეზიდენტი მათ ეტყვის, რომ მათ უკრაინის აღდგენაში ფული უნდა გადაიხადონ და განათავსონ იქ ჯარები, რათა სამშვიდობო შეთანხმებას მხარი დაუჭირონ, რაშიც თავად მონაწილეობას არ მიიღებენ.

ამერიკელებს არ სურთ ევროპის როლის ხილვა დიდი გეოპოლიტიკური საკითხის გადაწყვეტაში, რომლებიც ომს ეხება. ეს იქნება ჩვენი ერთობის გამოცდა“, – განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა ევროპელმა ჩინოვნიკმა. „ტრამპი ჩვენ ფულივით გვიყურებს. სიმართლე გითხრათ, ვერ წარმოგვიდგენია, როგორ გამოიყურება ჩვენი ადგილი მაგიდასთან ფულის სანაცვლოდ“.

ექვსმა ევროპულმა ქვეყანამ, გერმანიის, საფრანგეთისა და გაერთიანებული სამეფოს ჩათვლით, განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი მზად არიან „გააძლიერონ უკრაინის მხარდაჭერა“ და დაზუსტებულია, რომ ისინი მხარს უჭერენ ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას რუსული სამხედრო აგრესიის ფონზე.

ევროპელი ლიდერები და მინისტრები იმედოვნებენ, რომ მეტ სიცხადეს ტრამპის გეგმების შესახებ ისინი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან ჯეი დი ვენსთან და პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელთან უკრაინის საკითხებში კიტ კელოგთან მოლაპარაკებების გამართვის შემდეგ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გაიგებენ, რომელიც პარასკევს აიღებს სტარტს.

ნატოში, თავის მხრივ, აღნიშნავენ, რომ არ ელიან, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე კელოგი აშშ-ის მიზნებს გააჟღერებს. ის მომდევნო დღეებში ევროპის დედაქალაქების პოზიციებს გაეცნობა.

მას შემდეგ, რაც ტრამპმა მოლაპარაკებების დაწყების შესახებ განცხადება გააკეთა, საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, ესპანეთისა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრები პარიზში ევროკავშირის მთავარ დიპლომატს კაია კალასს შეხვდნენ, რათა საკუთარი მიდგომის სტრატეგია შეიმუშაონ.

გაურკვევლობისა და ცვლილებების ჟამს მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს, რომ ევროპელებს საერთო გაგება ჰქონდეთ იმის შესახებ, თუ რა ხდება“, – ციტირებს გამოცემა ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ხოსე მანუელ ალბარესს.

სამართლიანი იქნებოდა გვეთქვა, რომ ევროპის გარეშე ევროპული უსაფრთხოების შესახებ მოლაპარაკება შეუძლებელია“, – დასძინა მან. „და ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ უკრაინის გარეშე უკრაინის შესახებ რამის გადაწყვეტა შეიძლება“.

კიევში ოფიციალური პირები იმედგაცრუებას გამოხატავენ ევროპელი ლიდერების მიმართ და მათ უმოქმედობაში სდებენ ბრალს. „ნათელია, რომ ყველა ელის, თუ რას ეტყვის მათ ტრამპი“, – ციტირებს გამოცემა ერთ-ერთ უკრაინელ მაღალჩინოსანს.

ასევე იხილეთ