კასპში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები გრძელდება
ქალაქ კასპში გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები.
მიკრორაიონის დასახლებაში, მირიან მეფის ქუჩაზე მდებარე #1 და #2 მრავალბინიან საცხოვრებელი კორპუსების კვარტალურ ეზოებში მშენებელი კომპანია ასფალტ/ბეტონის საფარის პირველი ფენის დაგების სამუშაოს ახორციელებს.
სამუშაო პროცესს კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
„მიკრორაიონის დასახლებაში მერიამ გასულ წელს აღადგინა არსებული ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი, მიმდებარედ მოაწყო ბავშვთა გასართობი სივრცე, მანამდე კი გარე მოხმარების ფიტნეს ტრენაჟორები, ასევე დასასვენებელი სკვერი საბავშვო ატრაქციონებით. ახლა კი საგზაო ინფრასტრუქტურას ვაწესრიგებთ“, – აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.