top_leaderboard

ბაკურიანი 2025

ბაკურიანში მიმდინარე ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე დღეს ბიატლონში 7.5 კილომეტრზე სპრინტი გაიმართა, სადაც მონაწილეობა ახალგაზრდა ქართველმა ბიატლონისტმა, შიო ქუჩუკიანმა მიიღო. მან ასპარეზობა 62-ე ადგილზე დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ქართველმა სპორტსმენმა 12.5 კილომეტრზე ინდივიდუალური რბოლაშიც იასპარეზა, სადაც 64-ე ადგილი დაიკავა.

ქუჩუკიანმა ახალგაზრდულ ფესტივალზე ბიატლონში გამოსვლა დაასრულა.

ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საქართველოს სამ ქალაქში — ბაკურიანში, ბათუმსა და თბილისში მიმდინარეობს. სპორტის 8 სახეობაში (სამთო თხილამურობა, ბიატლონი, თავისუფალი სრიალი, ფიგურული ციგურაობა, ყინულის ჰოკეი, შორტ ტრეკი, თხილამურებით რბოლა, სნოუბორდი) მონაწილეობას 45 ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენი იღებს.

ასევე იხილეთ