top_leaderboard

უკრაინის თავდაცვის მინისტრი: უკრაინა არ ტოვებს თავის სტრატეგიულ კურსს – ჩვენს მომავალს ნატოში ვხედავთ

უკრაინა არ ტოვებს თავის სტრატეგიულ კურსს – ჩვენ ჩვენს მომავალს ნატოში ვხედავთ. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა განაცხადა, იტყობინება თავდაცვის სამინისტროს Telegram არხი.

მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინა-ნატოს საბჭოს სხდომამდე მნიშვნელოვანი საუბარი ჰქონდა ალიანსის გენერალურ მდივანთან და „უკრაინის დიდ მეგობართან“ მარკ რუტესთან.

„უკრაინა არ ტოვებს თავის სტრატეგიულ კურსს – ჩვენ ვხედავთ ჩვენს მომავალს ნატოში. ეს არის ჩვენი უსაფრთხოების პრიორიტეტი და ჩვენი არმია უკვე ევროატლანტიკური უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ელემენტია“, – ხაზგასმით აღნიშნა უმეროვმა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, რუტეს უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის განვითარებისა და საკუთარი სამხედრო შესაძლებლობების გაზრდის გეგმების შესახებ აცნობა.

„უკრაინა ყოველწლიურად აძლიერებს თავის წვლილს რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ მოკავშირეების მხარდაჭერა რჩება კრიტიკულად მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა მან.

მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ შეხვედრაზე განიხილეს ნატოსა და ევროპის ქვეყნების თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების აუცილებლობა.

„უსაფრთხოების გამოწვევები მხოლოდ იზრდება – ჩვენ უნდა ვუპასუხოთ მათ კონსოლიდირებული და აქტიური გზით“, – აღნიშნა უმეროვმა.

ასევე იხილეთ