top_leaderboard

ქართველმა ძიუდოისტებმა ბაქოს გრანდ სლემის პირველ დღეს გამოსვლა მედლის გარეშე დაასრულეს

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში დღეს ძიუდოს გრანდ სლემი დაიწყო. ტურნირზე ჩვენი გუნდის ორმა წევრმა იასპარეზა და გამოსვლა ორივემ უმედლოდ დაასრულა.

66 კგ წონით კატეგორიაში ლაშა ნადირაძე პირველივე წრეში დამარცხდა. ეთერ ლიპრტელიანმა (57კგ) კი რეპეშაჟში იჭიდავა, სადაც იტალიელ ვერონიკა ტონილოსთან ვაზარით წააგო.

14 თებერვალს მედლების მფლობელთა ვინაობა კაცთა 60, 66 და ქალთა 48, 52 და 57 კგ-მდე წონით კატეგორიებში გაირკვევა, 15 თებერვალს – კაცთა 73, 81 და ქალთა 63, 70 კგ-ებში, ხოლო 16 თებერვალს – კაცთა 90, 100 და +100 და ქალთა 78 და +78 კგ-ებში.

სამივე დღეს ფინალური ბლოკი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ 2024 წელს ბაქოს გრანდ სლემზე 20 ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა. ილია სულამანიძე (100 კგ) ჩემპიონი გახდა, ხოლო ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ასევე იხილეთ