top_leaderboard

რატი იონათამიშვილი NED-სთვის დაფინანსების შეჩერებაზე: ასეთი ორგანიზაციები სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს უთხრიდნენ ძირს და ამერიკის რეპუტაციას ზიანს აყენებდნენ

„იყო დრო, როდესაც მხოლოდ ჩვენ ვამბობდით და ვამხელდით NED-ის ძირის გამომთხრელ საქმიანობას, რომ ეს ორგანიზაცია მტრობდა სხვადასხვა ქვეყნებში დემოკრატიას და მაშინ ბევრი გვაკრიტიკებდა ამის გამო,“ – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, NED – ის უკანონო საქმიანობაზე განცხადებები უკვე ვაშინგტონიდან ისმის.

დღეს უკვე ეს ვაშინგტონიდან, ყველაზე მაღალი დონიდან გვესმის და ამისი კონკრეტული ფაქტებიც არის მოყვანილი. ეს არის მნიშვნელოვანი სწორედ იმიტომ, რომ NED-ის ნაირი ორგანიზაციები სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში ზუსტადაც, რომ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს უთხრიდნენ ძირს და ამერიკის რეპუტაციას აყენებდნენ ზიანს.

აქედან გამომდინარე, რაც უფრო დასუსტდება ასეთი ფარული ორგანიზაციები და არ იარსებებს, მით უფრო გაძლიერდება რასაკვირველია იმის შესაძლებლობა და იმის საწინდარი, რომ ის გადატვირთვის პოლიტიკა, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია უკვე ახლოვდება“, – აცხადებს იონათამიშვილი. 

ასევე იხილეთ