top_leaderboard

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ვინ დაიჯერებს, რომ უკრაინელები „ცარიელი“ შეთანხმების გულისთვის ბრძოლას შეწყვეტენ?

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო ფიქრობს, რომ „ცეცხლის შეწყვეტის“ პროექტებს, რომლებიც უკრაინას უსაფრთხოების რაიმე გარანტიით არ უზრუნველყოფს, არ აქვს წარმატების შანსი და მიუღებელია უკრაინისთვის. ამის შესახებ ფრანგი დიპლომატი X-ზე წერს.

ჟან-ნოელ ბარომ არარეალისტურად შეაფასა ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ნებისმიერი შეთანხმების გეგმა, თუკი ის უკრაინას მომავალში გრძელვადიანი უსაფრთხოებით არ უზრუნველყოფს.

„ვის შეუძლია დაიჯეროს, რომ მოკავშირეების მხარდაჭერით აგრესორის წინააღმდეგ სამწლიანი გმირული წინააღმდეგობის შემდეგ უკრაინელებს შეუძლიათ, დაყარონ იარაღი წარუმატებელი შეთანხმების გულისთვის, რომელიც არ უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას გრძელვადიან პერსპექტივაში?“, – წერს ფრანგი მინისტრი.

ასევე იხილეთ