ლავროვი: აშშ-ში უკრაინასთან დაკავშირებით ტერიტორიული დათმობების საკითხის გაჟღერება დაიწყეს
აშშ-ში უკრაინასთან დაკავშირებით ტერიტორიული დათმობების თემა გააქტიურდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ამერიკის წარმომადგენლები, ახლა აქტიურად განიხილავენ, როგორ მიუდგნენ უკრაინის კრიზისს. ისინი ასევე საუბრობენ კომპრომისებზე. ნამდვილად იწყებენ ტერიტორიული დათმობების თემის ხსენებას. საჭიროა ისტორიის წაკითხვა. ჩვენი პრეზიდენტიც ამისკენ მოუწოდებს“, – ამბობს ლავროვი.
ცნობისთვის, საუდის არაბეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოსა და სერგეი ლავროვის შეხვედრა შედგება. ამას წინ უძღოდა მათ შორის სატელეფონო საუბარი.