პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი: პენიტენციური დეპარტამენტის სამი უფროსი, დეპარტამენტის უფროსის სამი მოადგილე, სხვადასხვა დაწესებულების 16 დირექტორი და სისტემის სხვა თანამშრომლები პასუხისგებაში არიან მიცემული
პენიტენციური დეპარტამენტის სამი უფროსი, დეპარტამენტის უფროსის ასევე სამი მოადგილე, სხვადასხვა დაწესებულების 16 დირექტორი, პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 8 მოადგილე და სისტემის სხვა თანამშრომელები, იგულისხმება როგორც რეჟიმის უფსაფრთხოების თანამშრომელბი, ასევე ბადრაგი, სულ 59 პირი იქნა პასუხისგებაში მიცემული, – განაცხადა სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ნადარეიშვილმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე.
მისი განცხადებით, ეს პირები წამების, არაადამიანური დამამცირებელი მოპრობისა და სამოხელეო დანაშაულის ძალადობით ჩადენის მუხლებით არიან პასუხისგებაში მიცემული.
„პასუხისგებაში მიეცა ყვარლის იზოლატორის უფროსი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სხვადასხვა განყოფილებისა და რეჟიმების უფროსები. მე თვალსაჩინოებისთვის დეპარტამენტის მიერ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული მაღალი თანამდებობის პირები ჩამოვთვალე, რა თქმა უნდა, ამათ გარდა კიდევ არიან პასუხისგებაში მიცემული ის რიგითი თანამშრომლები, რომლებიც მხილებული არიან სასტიკ, არაადამიანურ მოპყრობაში“, – აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.