ქართველი ფეხბურთელი „სარაევოს“ ქალთა გუნდშიც ჩაირიცხა – ნათია დანელია კარიერას ბოსნიაში გააგრძელებს
ბოსნიური ქალთა საფეხბურთო კლუბი „სარაევო 2000“ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელით, ნათია დანელიათი გაძლიერდა – ინფორმაციას კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.
„სიამაყით წარმოგიდგენთ „სარაევო 2000“-ის ახალწვეულს, საქართველოს ნაკრების მოთამაშეს, ნათია დანელიას. ნიჭიერი ნახევარმცველი თბილისის „კვარტალში“ თამაშობდა, სადაც სისწრაფითა და ტექნიკითა გამოირჩეოდა.
ნათიას საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრია, ვიმედოვნებთ, რომ მისი გამოცდილება და კლასი „სარაევოს“ კიდევ უფრო გააძლიერებს და წარამტებას მოუტანს. მისი ამბიცია და პროგრესის სურვილი იდეალურად ჯდება „სარაევოს 2000“-ის ხედვაში, ჩვენს კლუბში თამაში ქართველი ფეხბურთელისთვის საერთაშორისო კარიერაში ახალ ნაბიჯია.
მოგესალმებით, ნათია, ერთად მივდივართ ახალი გამარჯვებებისკენ!“ – წერია ბოსნიური კლუბის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ „სარაევოს“ კაცთა გუნდის ლიდერი გიორგი გულიაშვილია, რომელსაც ზამთარში „დინამო თბილისიდან“ ახალგარზდული ნაკრების თავდამსხმელი ვასილიოს გორდეზიანი შეუერთდა.