სალია „გრანტების შესახებ“ კანონზე: პირველ რიგში, საქართველოს გადასახადის გადამხდელების ფულით უნდა დაფინანსდეს ის პროექტები, რაც იქნება ქვეყნისთვის საინტერესო
„პირველ რიგში, საქართველოს გადასახადის გადამხდელების ფულით უნდა დაფინანსდეს ის პროექტები, რაც იქნება ქვეყნისთვის საინტერესო და მის განვითარებას შეუწყობს ხელს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა პაატა სალიამ „გრანტების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე საუბრისას განაცხადა.
„ეს გარკვეულწილად ეხმიანება ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე მოვლენებს, როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ პირდაპირ დაექვემდებაროს USAID-ი და შესაბამისად, სახელმწიფო დეპარტამენტმა მიიღოს გადაწყვეტილებები გრანტებთან და საერთაშორისო დახმარებებთან დაკავშირებით.
ანალოგიური პროცესი არის ჩვენთანაც და შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ პირველ რიგში, საქართველოს გადასახადის გადამხდელების ფულით უნდა დაფინანსდეს ის პროექტები, რაც იქნება საქართველოსთვის ყველაზე საინტერესო, კარგი და მის განვითარებას ხელს შეუწყობს“, – აღნიშნავს სალია.