top_leaderboard

დავით მათიკაშვილი „ფარას“ ანალოგზე: ოპოზიციის კრიტიკა არის სრულიად უსაფუძვლო

წესები, რომლითაც შეერთებული შტატები 30-იანი წლებიდან დღემდე მაქსიმალურად დაცულია უცხოური გავლენისგან, სწორედ ამ წესებს პირდაპირ გადმოიტანს ჩვენი ქვეყანა, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა პარლამენტში მიმდინარე კვირას ამერიკული „ფარას” პირდაპირი თარგმანის დაინიცირებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკა არის სრულიად უსაფუძვლო.

„წესები, რომლითაც შეერთებული შტატები 30-იანი წლებიდან დღემდე მაქსიმალურად დაცულია უცხოური გავლენისგან, სწორედ ამ წესებს პირდაპირ გადმოიტანს ჩვენი ქვეყანა. დაადგენს და განსაზღვრავს თუ რა ქმედებას რა შესაბამისი სანქცია მოჰყვება მაშინ, როდესაც ქვეყნის სუვერენიტეტს და მის დამოუკიდებლობას უცხოეთიდან შეეცდებიან ფარულად შემოდინებული თანხებით რაიმე ფორმით ზემოქმედება მასზე მოახდინონ.

ოპოზიციის კრიტიკა არის სრულიად უსაფუძვლო. ის აკრიტიკებს აბსოლუტურად ყველაფერს, რაც მას არ აწყობს. ამავდროულად, რაც მისთვის არის საზიანო არის ქვეყნისთვის სასიკეთო და ეს არაერთგზის დაადასტურა არსებულმა ფაქტობრივმა გარემოებებმა“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

ასევე იხილეთ