top_leaderboard

საქართველოს ეროვნული ნაკრები სომხეთთან მატჩს „დინამო არენაზე“ გამართავს

ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი აუტში საქართველოს ეროვნული ნაკრები სომხეთთან საშინაო შეხვედრას „დინამო არენაზე“ ჩაატარებს, – ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა ჟურნალისტებთან საგანგებო შეხვედრისას განაცხადა.

„საბედნიეროდ, „დინამო არენაზე“ პრობლემების ნაწილი მოგვარებულია და მხოლოდ 6000 ადგილი იქნება შეზღუდული მაყურებლებისთვის. ბილეთების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – განაცხადა მუჯირმა.

2024/25 წლის ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი აუტში საქართველოს ნაკრები სომხეთთან პირველ მატჩს 20 მარტს სტუმრად გამართავს, ხოლო „დინამო არენაზე“ მეტოქეს 23 მარტს უმასპინძლებს.

ორი მატჩის ჯამში გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ეროვნული გუნდი ერთა ლიგის B დივიზიონში ადგილს შეინარჩუნებს.

ასევე იხილეთ