top_leaderboard

„მოზერველის“ მთავარი მწვრთნელი გერმანელი სპეციალისტი გახდა

თემურ ქეცბაიას მოლოდინი არ გამართლდა, – შოტლანდიის პრემიერლიგის გუნდ „მოზერველში“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ქართველი სპეციალისტის ნაცვლად მიხაელ ვიმერი დაინიშნა.

44 წლის გერმანელი სპეციალისტის დანიშვნის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია კლუბმა უკვე გაავრცელა. ვიმერს მუშაობის გამოცდილება გერმანიის ბუნდესლიგაში აქვს – იგი „აუგსბურგსა“ და „შტუტგარტს“ წვრთნიდა, სადაც 2022 წლის ოქტომბერში მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი გახდა. 2023 წლის იანვრიდან 2024 წლის მაისამდე ვენის „აუსტრიას“ ხელმძღვანელობდა, რის შემდეგაც უმუშევარი იყო.

შეგახსენებთ, Nottheoldfirm.com-თან ინტერვიუში ქეცბაიამ განაცხადა, რომ მას საქართველოდან და საბერძნეთიდან შეთავაზებები ჰქონდა, თუმცა ამჟამად ამ ქვეყნებში მუშაობას არ გეგმავს. მან ასევე არ დამალა, რომ „მოზერველის“ შეთავაზებას ელოდა და შოტლანდიაში მუშაობა სურდა.

ასევე, დეკემბერში რამდენიმე გამოცემა იუწყებოდა, რომ თემურ ქეცბაიას ქუთაისის „ტორპედოში“ იწვევდნენ.

ასევე იხილეთ