top_leaderboard

გერმანიის ვიცე-კანცლერი აცხადებს, რომ ილონ მასკის მსგავსი ადამიანები დემოკრატიას ძირს უთხრიან

გერმანიის ვიცე-კანცლერმა რობერტ ჰაბეკმა განაცხადა, რომ ამერიკის სილიკონის ველმა დაიპყრო ევროპის ციფრული სივრცე და მოუწოდა ევროკავშირს თავი დაანებოს ისეთ „ტექნიკურ ოლიგარქებზე“ დამოკიდებულებას, როგორიც ილონ მასკია. ჰაბეკის განცხადებას ციტირებს Politico.

ჰაბეკის თქმით, მასკის მსგავსი ადამიანები თავიანთი ქმედებებით ძირს უთხრიან დემოკრატიას.

მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ადამიანი, შეერთებული შტატების პრეზიდენტი და და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ილონ მასკი გაერთიანდნენ, რათა გაანადგურონ ძალაუფლების საზღვრები“, – თქვა ჰაბეკმა და ხაზი გაუსვა ტრამპის ადმინისტრაციაში მასკის მნიშვნელოვანი როლს.

ჰაბეკმა მასკი და სხვა ამერიკული ტექნიკური გიგანტები „სიტყვის თავისუფლების“ თვალთმაქცური ხედვის პროპაგანდაში დაადანაშაულა.

ჰაბეკმა მოუწოდა ევროპას დაიბრუნოს კონტროლი მის ციფრულ სივრცეზე, არა მხოლოდ სოციალურ მედიაში, არამედ ყველა სექტორში.

იანვრის დასაწყისში ამერიკელმა მილიარდერმა და სოციალური ქსელ X-ის მფლობელმა, ილონ მასკმა საჯაროდ გამოხატა მხარდაჭერა ულტრამემარჯვენე პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის.

ასევე იხილეთ