რუსულმა ძალებმა უკრაინაზე იერიში 170-ზე მეტი დრონით მიიტანეს
რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინას 176 „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს, აქედან კი მათმა უმრავლესობამ მიზნამდე ვერ მიაღწია. აღნიშნულის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალები Telegram-ზე იტყობინებიან.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო ძალებმა ოკუპანტი ქვეყნის დრონების უმრავლესობის ჩამოგდება შეძლო.
ამასთან, საჰაერო ძალებმა აღნიშნეს, რომ კიროვოგრადის, ხარკოვის, კიევის და ჩერკასის რაიონები რუსების იერიშის შედეგად დაზარალდნენ.
„დამპყრობლებმა უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვეს ორელიდან, ბრაიანსკიდან, კურსკიდან, მილეროვოდან, შატალოვოდან და მათ შორის, დროებით ოკუპირებული ყირიმიდან“, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.