იტალიის პრემიერ-მინისტრმა პარიზის სამიტი გააკრიტიკა და მას „ანტიტრამპისტული“ უწოდა
იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ინიციატივით ჩატარებული საგანგებო სამიტი გააკრიტიკა და მას „ანტიტრამპისტული“ უწოდა. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
როგორც მედია აღნიშნავს, მელონი სამიტზე ერთი საათის დაგვიანებით მივიდა, როცა ღონისძიება უკვე დაწყებული იყო. მან სამიტი ისე დატოვა, რომ სიტყვითაც არ გამოსულა.
მოგვიანებით იტალიის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ არ ეთანხმება იმ თემებს, რაც სამიტზე იყო განხილული. მისი აზრით, ევროკავშირის ქვეყნების ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღების ადგილი ბრიუსელი უნდა იყოს.
მისი თქმით, ასეთი შეხვედრები „ანტიტრამპისტულ“ ფორმატში არ უნდა იმართებოდეს. „აშშ მშვიდობის მიღწევაზე მუშაობს, ჩვენ ჩვენი როლი უნდა შევასრულოთ ამაში“, – განუცხადა მან ევროკავშირის სხვა ქვეყნების ლიდერებს.
ცნობისთვის, გუშინ პარიზში საგანგებო სამიტი გაიმართა, სადაც ევროპის უსაფრთხოების საკითხები და აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ უკრაინაში ომის შეწყვეტის ინიციატივა განიხილეს.