ლიბანის არმია აცხადებს, რომ ისრაელის ძალების გაყვანის შემდეგ ლიბანელი სამხედროები საზღვრის გასწვრივ განლაგდნენ
მას შემდეგ, რაც, შეთანხმების ფარგლებში, ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხრეთ ლიბანის ტერიტორია დატოვეს, ლიბანის არმიამ განაცხადა, რომ მისი სამხედროები ღამით სამხრეთ ლიბანის რამდენიმე სოფელსა და ქალაქში განლაგდნენ. ამის შესახებ Times Of Israel-ი იუწყება.
ლიბანის შეიარაღებული ძალების განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯარები შევიდნენ აბასიეში, მაჯიდიეში, კაფრ კილაში, მარჯააიუნში, ოდაისეში, მარკაბაში, ჰულაში, მაის ალ-ჯაბალში, ბლიდაში, მაჰბიბში, მარუნ ალ-რასში, იარონში, ბინტ ჯბეილში და ისრაელის საზღვრის მახლობლად მდებარე სხვა ადგილებში.
ამასთან, აღნიშნულია, რომ ლიბანური ჯარების განლაგება ხორციელდება აშშ-ის ხელმძღვანელობით შექმნილი კომიტეტის კოორდინაციით, რომელიც ზედამხედველობს ცეცხლის შეწყვეტას ისრაელთან და ლიბანში გაეროს დროებით ძალასთან – UNIFIL-თან – კოორდინაციით.
ლიბანის შეიარაღებული ძალების განცხადებით, საინჟინრო ქვედანაყოფები იკვლევენ ტერიტორიებს, ხსნიან გზებს და უსაფრთხოდ აშორებენ საბრძოლო მოქმედებების შედეგად დარჩენილ აუფეთქებელ იარაღს.