top_leaderboard

ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსეთ-უკრაინის ომის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ კიტ კელოგს ხვდება

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსეთ-უკრაინის ომის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ კიტ კელოგს ხვდება.

შეხვედრა ბრიუსელში, ევროკომისიის შენობაში მიმდინარეობს.

ლაიენი და კელოგი სავარაუდოდ უკრაინის საკითხზე იმსჯელებენ.

პარალელურად, აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლები ერთმანეთს საუდის არაბეთში ხვდებიან, სადაც მთავარი საკითხი უკრაინაში მიმდინარე ომია. რუსეთი კი იმედოვნებს, რომ ამ შეხვედრის შედეგად აშშ-სთან ურთიერთობების ნორმალიზებას შეძლებს.

ასევე იხილეთ