top_leaderboard

ლევან მაჭავარიანი: დარწმუნებულები ვართ, დონალდ ტრამპი დაასრულებს ომს უკრაინაში

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მმართველობის  ერთი თვე შეაჯამა და აღნიშნა, რომ ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ სრული თანხვედრაა ღირებულებით ნაწილში „ქართულ ოცნებას“ და აშშ-ის მოქმედ ადმინისტრაციას შორის.

დეპუტატი დარწმუნებულია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს.

„მოკლედ და ლაკონიურად მინდა შევაჯამო ბოლო ერთი თვე, მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა დაიკავა ოვალური ოფისი. და ძალიან სასიხარულო არის ის ფაქტი, რომ სრული თანხვედრა არის ღირებულებით ნაწილში „ქართულ ოცნებას“ და აშშ-ის მოქმედ ადმინისტრაციას შორის და არამხოლოდ ღირებულებით ნაწილში, იმ მესიჯბოქში, იმ გატარებულ პოლიტიკაში, გატარებულ ნაბიჯებში და.ა.შ

პირველ რიგში, ძალიან სასიხარულოა, ის მარტივი ჭეშმარიტება – არსებობს მხოლოდ 2 სქესი: კაცი და ქალი და სხვანაირად ვერ იქნება, ჩვენ აღარ მოგვიწევს ამის მტკიცება აშშ-ისთვის. 

ძალიან საინტერესო არის ბატონი დონალდ ტრამპის განცხადებები და მთლიანად მისი გუნდის განცხადებები. პირველ რიგში, ის ფაქტებზე და მტკიცებულებზე დაყრდნობილი განცხადებები, რომელიც ეხება USAID-ის და NED-ს რომელთან დაკავშირებითაც არაერთხელ გვისაუბრია და რატომაც დავაყენეთ დღის წესრიგში გამჭვირვალობა ამ ქვეყანაში, რომელსაც ამხელა ისტერია მოყვა და ყველასთვის ნათელი, თუ რამ გამოიწვია ისტერია. ეს ორგანიზაციები პირდაპირ ემსახურებოდნენ ძირისგამომთხრელ საქმიანობას ჩვენ ქვეყანაში და პირდაპირ ემსახურებოდნენ იმას, რომ რამენაირად რევოლუცია მოეწყოთ საქართველოში და ამასთან დაკავშირებითაც ძალიან ბევრი ვიდეო გავრცელდა ბატონი მასკი დეპარტამენტის მხრიდან. 

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი არის აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციის დამოკიდებულება უკრაინაში მიმდინარე ტრაგედიის მიმართ. ბატონი რუბიოს სიტყვები მინდა მოვიშველიო, რომელმაც თქვა: „ეს იყო ფაქტობრივად უნამუსობა და უსინდისობა, როდესაც 3 წლის განმავლობაში ვატყუებდით მთელს მსოფლიოს, რომ უკრაინა იგებდა ამ ომსო“, რა თქმა უნდა, მასში იგი მოიაზრებდა აშშ-ის ყოფილ ადმინისტრაციას და მოიაზრებდა ევრობიუროკრატებს და ევროპელ ლიდერებს. ასევე, მინდა დონალდ ტრამპის სიტყვები მინდა მოვიშველიო, რომელმაც თქვა „უკრაინას ძალიან მარტივად შეეძლო ეს ომი თავიდან აეცილებინა ამის სურვილი რომ ჰქონოდაო, უბრალოდ ზელენსკი შეაგულიანეს ე.წ დიდმა ბიჭებმა“ აქედან გამომდინარე აღმოჩნდა უკრაინა ამ ტრაგედიაში რა ტრაგედიაშიც იმყოფება. მადლობა ღმერთს, უკვე ჩვენ ვატყობთ რეალურ ნაბიჯებს და დღესაც მიმდინარეობს უკვე შეხვედრა აშშ-ის მხრიდან და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, როგორც დონალდ ტრამპის მთავარი დაპირება იყო ეს წინასაარჩევნო პერიოდში, იგი დაასრულებს ომს უკრაინაში“, – აცხადებს ლევან  მაჭავარიანი.

ასევე იხილეთ