ჩინეთის საგარეო უწყება: ჩინეთი მიესალმება მშვიდობისკენ ძალისხმევას, მათ შორის აშშ-სა და რუსეთს შორის კონსენსუსს და ელოდება, რომ მოლაპარაკებების პროცესში ყველა დაინტერესებული მხარე ჩაერთვება
ჩინეთი მიესალმება მშვიდობისკენ მიმართულ ყველა ძალისხმევას, მათ შორის აშშ-სა და რუსეთს შორის მიღწეულ კონსენსუსს და ელოდება, რომ მოლაპარაკებების პროცესში ყველა დაინტერესებული მხარე ჩაერთვება, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, გო ძიაკუნმა ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩინეთს ყოველთვის სჯეროდა, რომ დიალოგი და მოლაპარაკებები არის ერთადერთი ეფექტიანი გამოსავალი კრიზისიდან და ყოველთვის უწყობდა ხელს მშვიდობასა და დიალოგს. ჩინეთი მიესალმება მშვიდობისკენ მიმართულ ყველა ძალისხმევას, მათ შორის აშშ-სა და რუსეთს შორის მიღწეულ კონსენსუსს. ამავე დროს, ჩინეთი ელოდება, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში ყველა დაინტერესებული მხარე დროულად მიიღებს მონაწილეობას“, – განაცხადა უწყების წარმომადგენელმა.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა იმედი გამოთქვა, რომ ყველა მხარე ერთობლივად შეძლებს უკრაინის კრიზისის ძირეული მიზეზების გადაჭრას, იპოვის უსაფრთხოების დაბალანსებულ, ეფექტიან და მდგრად არქიტექტურას და მიაღწევს ევროპაში გრძელვადიან მშვიდობას, სტაბილურობას. ამავე დროს, მისი თქმით, ჩინეთს ყოველთვის სჯეროდა, რომ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი უნდა იყოს სხვადასხვა ქვეყნისთვის განვითარების პლატფორმა და არ უნდა გახდეს გეოპოლიტიკური დაპირისპირების ზონად.