top_leaderboard

საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ნაადრევია საუბარი უკრაინაში ევროპული ჯარების განლაგებაზე, რომელიც უსაფრთხოების გარანტიების შემადგენელი ნაწილი იქნებოდა

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო აცხადებს, რომ ნაადრევია საუბარი უკრაინაში ევროპული ჯარების განლაგებაზე, რომელიც უსაფრთხოების გარანტიების შემადგენელი ნაწილი იქნებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.

ჟურნალისტმა ბაროს ჰკითხა, უკრაინაში სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობის შესახებ, როგორც მშვიდობის შენარჩუნების გარანტია ომის მიმდინარე ეტაპის დასასრულებლად პოტენციური შეთანხმების შემდეგ. საპასუხოდ საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ამჟამად ეს საკითხი არ დგას.

„ამჟამად ეს საკითხი არ დგას. ჯერ ადრეა ამაზე საუბარი. ეს საკითხი თავის დროზე დადგება, როდესაც იქნება შეთანხმება მშვიდობის შესახებ, რათა გარანტირებული იყოს ის“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ბაროს თქმით, თუ სურთ ფრონტის ხაზი, არ მოუახლოვდეთ, მაშინ საჭიროა სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც გარანტიას იძლევა, რომ რუსეთი აღარ დაესხმება თავს უკრაინას.

ასევე იხილეთ