top_leaderboard

ლევან მაჭავარიანი: ვენსმა ფაქტებით და მტკიცებულებებით ჩაუტარა დემოკრატიის ლექციები ევრობიუროკრატებს და აღნიშნა, რომ დემოკრატიული უკუსვლა არის სერიოზული ევროპაშ

„ჯ.დ ვენსმა პირდაპირ ფაქტებით და მტკიცებულებებით ჩაუტარა დემოკრატიის ლექციები ევრობიუროკრატებს და აღნიშნა, დემოკრატიული უკუსვლა არის სერიოზული ევროპაში და ევროპა სცილდება იმ ღირებულებებს, რა ღირებულებებზეც ევროპა დგას“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

დეპუტატი სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის და ევროკავშირის ურთიერთობებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მათ შორის არცთუ ისე სახარბიელო ურთიერთობაა.

„ასევე, არ შეიძლება ჩვენ გამოგვრჩეს აშშ-ის და ევროკავშირის ურთიერთობა დღევანდელ დღეს, რომელიც არცთუ ისე სახარბიელო არის. მაგალითად, ბატონი ტრამპი აცხადებს, რომ „ევროკავშირი იქცევა ამორალურად და უსამართლოდ“, ბატონი მასკი აცხადებს, რომ „ჭარბი გავლენებია ბრიუსელის დემოკრატების ხელში, რომელსაც მფარველობს ბატონი ჯორჯ სოროსი“ და მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, გათავისუფლდნენ ამ გავლენებისგან და წინა პლანზე წამოაყენონ თავიანთი ქვეყნის სუვერენიტეტი.

ამ ყველაფრის შეჯამება იყო როდესაც ბატონი ჯ.დ ვენსი გამოვიდა მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით, სადაც მან პირდაპირ ფაქტებით და მტკიცებულებებით ჩაუტარა დემოკრატიის ლექციები ევრობიუროკრატებს და აღნიშნა,  დემოკრატიული უკუსვლა არის სერიოზული ევროპაში და ევროპა სცილდება იმ ღირებულებებს, რა ღირებულებებზეც ევროპა დგას და რატომაც მივისწრაფვით ჩვენ ევროკავშირისაკენ. ასევე, საუბარი იყო ძალიან სამწუხარო ფაქტზე, რომელიც დაფიქსირდა რუმინეთში, როდესაც სასამართლოს გააუქმებინეს არჩევნების შედეგები იქიდან გამომდინარე, რომ ბრიუსელს არ აწყობდა ის კანდიდატი რომელმა კანდიდატმაც პირველ ტურში გაიმარჯვა და რა თქმა უნდა, ეს არის სერიოზული დემოკრატიული უკუსვლა.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ვისურვებდით და ძალიან დიდ იმედს ვიტოვებთ, როგორც ბატონმა ტრამპმა დაიწყო ღია ბრძოლა „დიფ სთეითთან“, ეს ტენდენცია გადავა ევროპაზეც და ევროპაც გათავისუფლდება ამ ჭარბი გავლენებისგან და საბოლოო ჯამში, ევროკავშირი დაუბრუნდება იმ ღირებულებებს, რა ღირებულებების გამოც ჩვენ ვცემთ ასეთ პატივს“, – აღნიშნა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ. 

ასევე იხილეთ