top_leaderboard

პესკოვი: რუსეთი, უკრაინისა და ევროპისგან განსხვავებით, თავიდანვე მშვიდობისკენ იყო ორიენტირებული

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, თავად უკრაინისა და ევროპისგან განსხვავებით, უკრაინის საკითხში რუსეთი თავიდანვე მშვიდობისკენ იყო ორიენტირებული.

როგორც პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა, გარდა ევროპისა, აშშ-ის წინა ადმინისტრაციაც, ომის ნებისმიერ ფასად გაგრძელებაზე საუბრობდა.

„რაც შეეხება რუსეთის ორიენტაციას მშვიდობისკენ, ეს ორიენტაცია თავიდანვე განსაზღვრული იყო. პრეზიდენტმა პუტინმა გაიმეორა თავისი სიტყვები სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნის შესახებ, განსხვავებით ბევრი სხვა ქვეყნისგან, განსაკუთრებით უკრაინისგან, რომელმაც სამშვიდობო მოლაპარაკებები აკრძალა“, – განაცხადა დმიტრი პესკოვმა

ასევე იხილეთ